ბრიტანული ჟურნალის Top 1000 World Banks-ს ვერსიით, ჩინური ბანკი Industrial & Commercial Bank of China (ICBC) გახდა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბანკი. მისი კაპიტალის მოცულობამ 160,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც საშუალება მისცა გადაესწრო აშშ-ს ბანკებისთვის და გამხდარიყო მსოფლიო ლიდერი საბანკო სექტორში.
2012 წელთან შედარებით, როცა ის მსხვილ ბანკებს შორის მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ICBC-ს კაპიტალიზაციის მოცულობა 15%-ით გაიზარდა. ასე რომ, ICBC-მა გადაუსწრო ამერიკულ ბანკებს _ Bank of America (155,4 მილიარდი დოლარი) და JP Morgan Chase-ს (160 მილიარდი დოლარი).
Top 1000 World Banks-ის რეიტინგში ამჟამად 96 ჩინური ბანკია, რომელთაგან ოთხი _ ICBC, China Construction Bank, Bank of China და Agricultural Bank of Chinа, პირველ ათეულში შედიან. პირველი ათეულშია აშშ-ს ოთხი ბანკი _ JP Morgan, Bank of America, Citigroup და Wells Fargo; თითო _ დიდი ბრიტანეთიდან _ HSBC და იაპონიიდან _ Mitsubishi UFJ Financial Group.
გარდა კაპიტალიზაციის მსხვილი მოცულობის რეიტინგისა, არსებობს წამგებიანი ბანკების რეიტინგიც. The Banker-ის მიერ შედგენილ წამგებიანი ბანკების რეიტინგში ლიდერობს ესპანური Bankia _ წაგება 33 მილიარდი დოლარი. ამ სიაში არიან ბელგიური ბანკი Dexia _ წაგება 3,97 მილიარდი დოლარი, კიდევ ხუთი ესპანური ბანკი, ბრიტანული RBS 8,32 მილიარდიანი წაგებით, იტალიური Banca Monte dei Paschi di Siena _ წაგება 4,81 მილიარდი დოლარი და ირლანდიური Allied Irish Banks 5-მილიარდიანი წაგებით,