ჩვენ დავუკავშირდით კოტე შარაშენიძეს და დავით დარჩიას, რომლებმაც განგვიცხადეს, რომ თბილისში ნამდვილად იმყოფებიან. დარჩიას თქმით, ის პირად საქმეზე ჩავიდა. ხოლო შარაშენიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა და არსად არ ყოფილა დაბარებული.
_ ვინ გითხრათ თბილისში რომ ვარ და სადმე დამიბარეს? წყარო დაასახელეთ..
_ ბატონო, კოტე, თქვენ ახლა თბილისში არ იმყოფებით?
_ ვიყავი, კი.
_ იქნებ, გვითხრათ, რა საქმეზე იყავით თბილისში, რატომ წახვედით?
_ რაღაც ჩემს საქმეზე. რა ხდება?
_ ამბობენ, რომ შესაძლოა, მალე გაგათავისუფლონ…
_ როგორ აგიხსნათ? ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ…არსად არ ვყოფილვარ დაბარებული _ გვითხრა შარაშენიძემ.
ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში რასთან დაკავშირებით იმყოფება კოტე შარაშენიძე თბილისში… მე ოჯახის საქმეებთან დაკავშირებით ვიმყოფები, _ გვითხრა დარჩიამ.
_ბატონო დავით, ამბობენ, რომ შარაშენიძე შესაძლოა, მალე გაათავისუფლონ, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ კოტე შეიძლება გაათავისუფლონ? პირველად მესმის თქვენგან. თქვენ თუ მომაწოდებთ ცხელ-ცხელ ინფორმაციებს, თორემ მე ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ, _ გვითხრა დარჩიამ.