პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს შორის 7 ქალბატონი (1 ორსული) და 11 მძიმე ავადმყოფია.
ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 მსჯავრდებულ მამაკაცს და 1 ქალბატონს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
დასავლეთისა და აღმოსვლეთის ადგილობრივმა საბჭოებმა ორი დღის განმავლობაში 850-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს. ადგილობრივი საბჭოების დებულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულები, ინდივიდუალურად, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ფასდებიან: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. ასევე, ინდივიდუალურად ფასდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებიც.
ადგილობრივი საბჭოს 5-წევრიან შემადგენლობაში, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს ორი წარმომადგენლის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალაქის მერიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შედიან. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება ადგილობრივ საბჭოში ხმათა უმრავლესობით მიიღება.