საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლება, ანაზღაურების სისტემა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა, რანგირება და კლასიფიკაცია, გენდერული თანასწორობა და სხვა.
რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი საბჭოს ერთ-ერთი წინადადებაა, საჯარო მოხელე დაინიშნოს უვადოდ და არა ხელშეკრულებით, რათა კონკრეტული სამსახური მისთვის კარიერული ზრდის თვალსაზრისით, პრიორიტეტული იყოს. საბჭოს წინადადებაა, ატესტაციის სისტემა შეფასების სისტემით შეიცვალოს და ამის საფუძველზე მოხდეს დაწინაურება და გათავისუფლება. გარდა ამისა, საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რისთვისაც უნდა ამუშავდეს რეზერვის ინსტიტუტი, მოხდეს გათავისუფლებულთა გადამზადება და საჭიროების შემთხვევაში კადრები სარეზერვო ბაზიდან შეივსოს.
საბჭოს წევრები თანხმდებიან, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ძირეულად არის შესაცვლელი.
საბჭოს თავისი რეკომენდაციები გააცნეს USAID-ის და ევროკავშირის SIGMA-ს უცხოელმა ექსპერტებმა, რომელთა აზრით, საჯარო რეფორმის რეალური ამოცანაა, მთავრობას საშუალება მიეცეს, უკეთესი სამსახური გაუწიოს საზოგადოებას.
დღევანდელ შეხვედრას მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები. საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.