მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართული ჯარი, სახელმწიფო უწყებებს შორის, მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. რესპონდენტთა 12 პროცენტი ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად, 46 – კარგად, 29 – საშუალოდ, 2 – კი, ცუდად აფასებს.
NDI-ის კვლევის თანახმად, ქართველი მინისტრების რეიტინგში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს. რესპონდენტთა 11 პროცენტი ირაკლი ალასანიას საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 38 – კარგად, 37 – საშუალოდ, 4 – კი ცუდად.
2013 წლის 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის რეიტინგში, ქართულმა ჯარმა, ეკლესიის შემდეგ, ინსტიტუტებისადმი ნდობის საკითხში, ასევე პირველი პოზიცია დაიკავა.