ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს ფინანსთა მინისტრთან კარგი და კონსტრუქციული დისკუსია გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია, ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებაზე, სხვადასხვა შემაფერხებელ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკაზე. ჩვენ ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას, რათა შემდგომ წლებში ცხოვრების დონე საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს,” _ განაცხადა სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა, მასუდ აჰმედმა.
ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ლორა ტაკის განცხადებით:
“საქართველოს უკვე გააჩნია სტრატეგიული განვითარების ძალიან კარგი პირველი მონახაზი, რომელსაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში გავაგრძელებთ სხვადასხვა პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებას. გაგრძელდება თანხების ათვისება რეგიონული განვითარების მიმართულებითაც. მსოფლიო ბანკი მზადაა თანამშრომლობის გააქტიურებისთვის,” _ აღნიშნა ლორა ტაკიმ.