ამასთანავე, წარმოებაშია მიღებული მეორე სარჩელიც, რომლითაც გიორგი ბარათაშვილი ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 12 სექტემბრის სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩანიშნულია 2013 წლის 23 ოქტომბერს 16:00 საათზე.
სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსი.
გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს.