შეხვედრის მიზანს ქვეყანაში ნაგავსაყრელების მართვის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.
როგორც UNDP-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორგანიზაცია დაინტერესებულია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ნაგავსაყრელების პრობლემების მოგვარებას. დრაჟენ კუჩანის განცხადებით, ამისთვის, ნაბიჯები სამი მიმართულებით უნდა გადაიდგას, ესენია: სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სამედიცინო ნარჩენების მართვა და ნარჩენების შემცირება-გადამუშვება.
შოთა მურღულიამ სტუმრებს გააცნო ვითარება, რომელიც ახალ ხელისუფლებას ამ სფეროში დახვდა და ნაბიჯები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნარჩენების მართვის თვალსაზრისით გადაიდგა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმას, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისევე, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, პრაქტიკულად, ნულიდან მოუხდათ ყველაფრის დაწყება, რადგან აქამდე ქვეყანაში ნარჩენების ზუსტი რაოდენობაც კი არ აღირიცხებოდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ UNDP-ის საქმიანობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასთან იქნება კოორდინირებული, რომლებიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ამ მიმართულებით უკვე თანამშრომლობენ.