გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმოში, კუსტარულად დაამზადა და გაასაღა, 12 300 ლარის ღირებულების “HUGO BOSS”-ისა და “CHANEL”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დაახლოებით, 2500 ცალი ფალსიფიცირებული სუნამო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.