აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოში ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
ისაუბრეს, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის საკითხებზე. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 2014 წლის გაზაფხულზე თბილისში საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, ბიზნესფორუმი ჩატარდება.
“აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან წარმატებული შეხვედრა გვქონდა. შევთანხმდით, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი ერთობლივად ჩავატარებთ. ვფიქრობ, ეს ფორმატი საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის.
აშშ-ში გამართულმა შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ ზოგადი ფონი ძალიან კარგია. ვაშინგტონში, კარგად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა, სჯერათ ახალი მთავრობის, როგორც ინვესტორებს, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში აქტიურად გაგრძელდება,” _ განაცხადა ხადურმა.