მინისტრებმა მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინეს, რომელთაც 29 ოქტომბერს დაგეგმილ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობასთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღეისთვის ყველაზე ცხელი წერტილი ცხინვალის მიმდებარე სოფლებია, მაგრამ მთავრობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს აფხაზეთის კონფლიქტისპირა სოფლებზე და ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
არსებული ინფორმაციით, დღესვე მინისტრები რიყესა და მუჟავაში ჩავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან.