_ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერი, ტიტე ბაქანიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ეთო კვაჭაძეს სოფელ ნატანებში, შტაბში იბარებს და ესაუბრება. ვიდეომასალაში კარგად ისმის, როგორ ეუბნება ტიტე ბაქანიძე კვაჭაძეს, რატომ იყო მისი პოზიცია გაურკვეველი. ასევე არიგებს, რომ აუცილებლად უნდა შემოხაზოს ნომერი 41 და ბიულეტენის მეორე მხარეს დააწეროს: " უფალმა დაგლოცოთ"…
ეს ფარული ვიდეოჩანაწერი დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პაატა მანჯგალაძემ გაასაჯაროვა.