ბაქრაძემ ხმა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, 172–ე ბაგა-ბაღის შენობაში გახსნილ 27-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
“ძალიან კარგი განწყობა მაქვს, მე ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს, ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთ ცხოვრებას, ხმა მივეცი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს და იმედი მაქვს, რომ დღევანდელ დღეს ყველა ერთად გავაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომლითაც პირველ რიგში გამარჯვებული იქნება ჩვენი ქვეყანა, რომლითაც უკეთ იცხოვრებს ჩვენი ხალხი და რომლითაც მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვისურვებ, რომ დღევანდელი დღე იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წარმატების და გამარჯვების დღე”,_ განაცხადა ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ.