თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭებათ იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი მაცხოვრებელია. ასეთი ქალაქების რიცხვშია ზუგდიდიც. ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდში 2014 წლისთვის იუსტიციის სახლიც აშენდება, რომლისთვისაც იუსტიციის სახლების მშენებლობისა და აღჭურვისთვის გამოყოფილი 21 400 000 ლარიდან 5 მლნ ლარი გამოიყოფა.
ზუგდიდის იუსტიციის სახლი ზუგდიდელების მომსახურების კომფორტზე იქნება გათვლილი.