“დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ დრომდე დეპარტამენტების და სამმართველოების დონეზე კბილაშვილის შემცვლელის ვინაობა არ განიხილება. როგორც წესი ასეთი საკითხები უმაღლეს ეშელონებში წყდება. უფრო მეტსაც გეტყვით, პროკურორთა 90% -მა კბილაშვილის გადადგომა სხვებივით 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყო. ეს იყო სრული მოულოდნელობა, რომლის არც მიზეზი ვიცით და არც მიზანი. დანამდვილებით გეუბნებით, ამ დროისათვის ჩვენთვის მომავალი მთავარი პროკურორის ვინაობა უცნობია”.