თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, გიზო ღლონტმა არქიტექტორებს სამინისტროს ხედვა – საპროექტო სექტორთან თანამშრომლობისთვის მზაობა – გააცნო და 2014 წლისთვის დაგეგმილ სამშენებლო პროცესებში ჩართვა შესთავაზა. თავდაცვის სამინისტრო კონსტრუქტორებისგან სამხედრო მოთხოვნების შესაბამის თანამედროვე, ინოვაციურ პროექტებს მოელის. შეხვედრაზე თავდაცვის უწყების შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებმა და არქიტექტორებმა მომავალი თანამშომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.