ინაუგურაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ოფიცრებით დაკომპლექტებული ოცეული, ავიაციისა და საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის, ასევე სპეციალური დანიშნულების ძალების, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, ეროვნული გვარდიის, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტთა და III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული ავღანეთის კოლოფები იქნება წარმოდგენილი. თითოეულ ქვედანაყოფს მედროშე და მეთაური წარადგენს.
ინაუგურაციის რეპეტიციას დღეს, სამუშაო ჯგუფის წევრები დაესწრნენ და ადგილზე გაეცნენ სამხედრო ძალების ინაუგურაციისთვის მზადების პროცესს. რეპეტიციის დასრულების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს და საბოლოო დეტალებზე შეთანხმდნენ.