შეხვედრაზე განხილული იქნება თბილისის მოწყობის საკითხი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით.
თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცა. დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტშია შესული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კოდექსის საჯარო განხილვებს ქვეყნის ხვადასხვა რეგიონში მართავს.