მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გუნდის წევრებიც კი ვერ უბედავდნენ შენიშვნის მიცემას. მაშინაც კი, როდესაც ის სიძულვილის ენაზე საუბრობდა და ამის მიზეზად მან უმცირესობის წევრების შიში დაასახელა.
“თქვენ უარყოფთ, რომ პოლიცია პოლიტიზირებული იყო? უარყავით მაშინ. დამნაშავე არის ჩემთვის ის ადამიანი, ვინც არასწორ ბრაძანებებს გასცემს. რამდენჯერ მიგიციათ შენიშვნა ქვეყნის პრეზიდენტისთვის მაშინ, როცა ის საუბრობდა წარმოუდგენელი სიძულვილის ენით. თქვენ როგორც თანაგუნდელებს, გთხოვთ მიპასუხოთ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ეს უკვე დემოკრატიის მონაპოვარია. მოქალაქეების 90 პროცენტი თვლის, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება.
თქვენი დემოკრატია კი იყო ფასადური დემოკრატია, სიყალბის და სიცრუის დემოკრატია. გინდათ გითხრათ რატომ იყო ასე?! იმიტომ, რომ ყველას გეშინოდათ. თქვენ გეშინოდათ თქვენი ლიდერისთვის შენიშვნების მიცემის, რადგან ციხე იყო საშინელი, ადამიანებს აუპატიურებდნენ ცოცხებით, დუბინკებით და ა.შ.” _ უთხრა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.