ფესტივალს გახსნის ქართული ცეკვების სახალხო ანსამბლი “იბერიელი” და საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ჯგუფი “The smile shop”, რომლებიც დღეს მიემგზავრებიან უკრაინაში ფესტივალზე დასასწრებად, ხოლო საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს 30 ნოემბერს წარადგენენ.
ინოფესტივალი გაიხსნება რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინები” პრემიერით. ხუთი დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება როგორც ახალი ქართული კინოფილმები, ასევე საბჭოთა დროის ძველი სურათები, როგორიცაა დოკუმენტური ფილმი “ნეტავ იქ თეატრი არის?!” (რეჟისორი ნანა ჯანელიძე) “ფიროსმანი” (რეჟისორი გიორგი შენგელაია) “ქუჩის დღეები” (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი) “ბოლო გასეირნება” (რეჟისორი ზაზა ურუშაძე) “სუსა” (რეჟისორი რუსუდან პირველი) “გაიღიმეთ” (რეჟისორი რუსუდან ჭყონია) “მარილივით თეთრი” (რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი) “ქეთო და კოტე” (რეჟისორები ვახტანგ თავლიაშვილი და შალვა გედევანიშვილი) .
უკვე ცნობილია, რომ კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან უკრაინის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ტიმოფეი კოხანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, რეჟისორები და მსახიობები.
ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დახმარებით იმართება.
ფესტივალი ხუთ დღეს გასტანს და 27 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურება.