“ქართველ მწერალსა და დრამატურგს ერლომ ახვლედიანს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ერლომ ახვლედიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინოხელოვნებაში. მისი სცენარით გადაღებული ფილმები ქართულ კინოშედევრებად არის აღიარებული და მათ ბევრი თაყვანისმცემელი და დამფასებელი ჰყავს.
დიდი ხელოვანის, ერლომ ახვლედიანის შემოქმედება მუდამ ძვირფასი იქნება ქართველი მკითხველისა და მაყურებლისათვის”.