ამ დრომდე დაკითხული მომწეები ადასტურებენ, რომ მათ “ლიბერთი ბანკის” სხვადასხვა ფილიალებში “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ გაწეული აგიტაციისთვის 240 ლარი აიღეს. ერთ-ერთმა მოწმე ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ მას წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, თანახა 240 ლარი პირად ანგარიშზე ჩაერიცხა.
“სოფლის გამგებელმა მითხრა რადგან ფინანსრურად გიჭირს, მაინც ჩაგსვამ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორთა სიაში და ფულს აიღებო. მეც დავეთანხმე. დედა მყავს ავად და არ მქონდა დრო, რომ მემუშავა. გამგებელმა მითხრა, შენს ნაცნობებს უთხარი “ნაციონალურ მოძრაობას” მისცენ ხმა არჩევნებზეო”, _ განაცხადა სასამართლო პროცესზე მოწმე ზურაბ ხმალაძემ.
ერთ-ერთი მოწმე წალკის რაიონ სოფელ “სამებადან” აღნიშნავდა, რომ მას სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში მისცეს ფული. რაც არჩევების დღეს აღნიშნული ტერიტორიის კონტროლში გამოიხატებოდა. დაცვის მხარის ადვოკატის კითხვაზე იცნობდა თუ არა ის ზურაბ ჭიაბერაშვილს ვინ იყო? მოწმემ უპასუხა” “ვერ ვიხსენებ ვინ არის ეს კაცი. არვიცი”
პროკურორი ქეთი ჩაჩავა აღნიშნავდა, რომ მომავალ პროცესებზე ბრალდების მხარე აუცილებლად წარმოადგენდა ისეთ მოწმეებს, რომლებიც უშუალოდ დაამტკიცებდნენ ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ბრალეულობას. ამ საკითხზე ბრალდებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც მან იცის, არსებულ საქმეში მსგავსი მოწმე არ არსებობს.
“ეს არც საქმის მასალებში ჩანს ჯერჯერობით რაც გვაქვს. მაგრამ თვითონ სასამართლოზე ვის გამოიძახებენ და რა ჩვენებას მისცემენ ეს შეგვიძლია მომავალში ვნახოთ. მაგრამ რამდენადაც ჩვენ საქმის მასალებს ვიცნობთ, პრაქტიკულად არანაირი სტანდარტი არ კმაყოფილდება საიმისოდ, რომ ჩვენ საერთოდ რაიმე ბრალი გვქონოდა წარდგენილი”, _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “გურია ნიუსთან”.
მერაბიშვილის ადვოკატს პროცესზე ბრალდებულის დაუსწრებლობის მიზეზად მის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოჰყვას. გიორგი ჩივიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხერხემლის პორბლემები აქვს და ის ვერ შეძლებს, ყველა პროცესს დაესწროს და გზაში მინიმუმ 10 საათი გაატაროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემირ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრებს გამოძიება სახელმწიფო თანხების, პარტიული მიზნებისთვის გაფლანგვას ედავება. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მასზე სისხლის სამართლის ძიება მეორე, ე.წ კვარიათის ეპიზოდზეც მიმდინარეობს, სადაც გამოძიება მას სხვისი კერძო საკუთრების მითვისებასა და სახელმწიფო ხარჯებით გარემონტებას ედავება.