სამინისტრო, კვლევის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი ექსპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსადაცვითი შეფასების დოკუმენტს (Country Environmental Assessment – CEA) მოამზადებს.
დოკუმენტში ასახული იქნება არსებული ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დეგრადაციისა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების სოციალური და ეკონომიკური დახარჯები; ასევე შეფასდება ქვეყნის შესაძლებლობა გაუმკლავდეს მიმდინარე გარემოსდაცვით პრობლემებსა და გამოწვევებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, მსოფლიო ბანკის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სექტორის მენეჯერს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის კულსუმ აჰმედს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში არსებული ვითარება, ისაუბრეს მიმდინარე პრობლემებსა და, ამ პრობლემების ეფექტურად მოგვარებისთვის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე. განისაზღვრა სამინისტროს და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის კომპეტენციები და ფორმები, შეთანხმდა დროითი ჩარჩოები ის პრიორიტეტული სფეროები, რომელი მიმართულებითაც კველვა ჩატარდება. დაიწყო პროექტის კონცეფციის მომზადება, რის შემდეგაც ქართველ და უცხოელ ექსპერტთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.