“დღეს ჩვენი ქვეყნის ებრაელი მოქალაქეები მთელ ებრაულ სამყაროსთან ერთად ხანუქას – კურთხევისა და განახლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ. სულითა და გულით ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს და ვუერთდები მათ ზეიმს.
ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა ათასწლეულებით იზომება და ხალხთა შორის ძმობის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს. ქართველი ებრაელები დაუღალავად იღწვიან ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის და ამით საკუთარი ხალხის სიდიადეს განამტკიცებენ.
მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ ჩვენს ებრაელ თანამემამულეებსა და მათ ოჯახებს”, _ ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოცში.