“ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების მიმართ მიდგომა პიარზეა ორიენტირებული, გადამეტებული მოლოდინი არ ასახავს რეალობას და საბოლოო პრაქტიკული შედეგები შესაძლოა საზოგადოებისთვის იმედის გაცრუების მომტანი აღმოჩნდეს. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ვართ ევროპის ნაწილი, მოხდება სავიზო რეჟიმის გაუქმება და ევროპასთან ბევრი პრობლემა გვექნება მოგვარებული. ეს ასე არ არის. ეს იყო ხელმოწერა დოკუმენტზე, რომ 2014 წელს საქართველოს აქვს შანსი ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო აუცილებლად წააწყდება რუსეთის მხრიდან ზეწოლის გააქტიურებას. რუსეთს არ სურს გავლენის სფეროები დაკარგოს საქართველოზე, ამიტომ პირველ რიგში წნეხის ბერკეტად ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოიყენებს”.
მურვანიძის განცხადებით, ის ეკონომიკური ბერკეტი, რასაც რუსეთი უკრაინის მიმართ იყენებს, საქართველოსთან მიმართებაში ეფექტური არ იქნება. ამიტომ, ისევ ფარული ზეწოლითა და მცოცავი ანექსიით შემოიფარგლება.
“კონფლიქტური რეგიონები არის ის, რაც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ ევროპასთან დაახლოების გზაზე. შეიარაღებული თავდასხმის თეორიული შანსიც არსებობს, მაგრამ რუსეთი უფრო გააგრძელებს ფარულ ზეწოლას და მცოცავ ანექსიას”.
თეიმურაზ მურვანიძე მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ პირს, უზრუნველყონ საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა.