სოფელ გვიმბალაურში, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ელექტროგადამცემი ხაზები და ერთ-ერთი ადგილობრივის, ვიქტორ მამულაძის ჭიშკარი დააზიანა.
სოფლის რწმუნებულ დურმიშხან ხოფერიას განცხადებით, ამ დროისთვის მოსახლეობის ერთ ნაწილს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.
რწმუნებულის თქმით, ვიქტორ მამულაძის ეზოს გაწმენდა უკვე დაწყებულია.