მეშველიანი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა ფრაქცია აქამდეც დაეტოვებინა, რადგან კარგა ხანია მისი და უკვე ყოფილი თანაგუდნელების აზრები ერთმანეთს ემიჯნებოდა. ამ დროისთვის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსიდან” 7 წევრი რჩება.
“ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ის, ვინც დარჩა და ვინც წამოვიდა, ყველა გეტყვით, რომ მე დიდი ხანია ვაპირებდი ფრაქციის დატოვებას. მას შემდეგ, რაც თანამოაზრეები გამომიჩნდნენ მეც გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა ალიანსი. ალბათ, უკეთესი იყო ადრე წამოვსულიყავი. ჯერჯერობით ხუთივე წევრი ყველა დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით განვაგრძობთ მუშაობას საკრებულოში,” _ განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
შგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუთაისის საკრებულოში არსებული უმრავლესობა, რომელსაც “ნაცმოძრაობა” წარმოადგენდა, უმცირესობაში აღმოჩნდა და ფრაქციის წევრებმა “პატრიოტთა ალიანსის” სახელით გადაწყვიტეს საკრებულოში მუშაობა. ისინი იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორ გოჩა თევდორაძის ირგვლივ გაერთიანდნენ. მას შემდეგ “პატრიოტთა ალიანსს” ქუთაისის საკრებულოში სრული უმრავლესობა ჰქონდა. თუმცა, ამჯერად ფრაქციაში მხოლოდ 7 წევრი დარჩა.