“ამ ეტაპზე შუქი არ მიეწოდება სოფ. ოზურგეთის ერთ ნაწილს, სოფ. გურიანთის, ანასეულის და ასევე ქალაქის რამდენიმე უბანს. სარემონტო სამუშაოები დღეს დაიწყო და ხვალაც აუცილებლად გაგრძელდება,” _ განუცხადა “გურია ნიუსს” “ენერგო პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორმა გია ნაკაიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში, დაბა ურეკში, სოფელ ნატანებსა და მერიაში რამდენიმე ადგილას ქარის შედეგად წაიქცა ხეები და ელექტრო გადამცემი ხაზები დაზიანდა, დღის განმავლობაში “ენერგო პრო ჯორჯიას” მობილური ჯგუფები ადგილებზე აწარმოებენ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს.