“ამაზე თვალის დახუჭვას არც მე ვაპირებ და არც არავის ვურჩევ. ოზურგეთში კრიმინალური მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. ზედიზედ ბანკების დაყაჩაღებები უკვე პრობლემას ქმნის, მითუმეტეს, როდესაც ამ საქმეების გახსნაც იგვიანებს. ეტყობა, სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად ჩემი და ზოგადად ოზურგეთის საზოგადოების ჩართულობა გარდაუვალია,” _ წერს კვაჭანტირაძე.
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ გურიაში და კონკრეტულად ოზურგეთში ბანკის დაყაჩაღება არ მომხდარა.
“მსგავსი ფაქტი ოზურგეთში არ მომხდარა,” _ ამბობს ფერსაშვილი.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გაადამოწმების მიზნით, ოზურგეთში არსებული ბანკების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. თუმცა, ხელმძღვანელები დაყაჩაღების შესახებ კვაჭანტირაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ამასთან, “ლიბერთი ბანკის” პიარ მენეჯერი დოდო ბოჭორიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ლიბერთი ბანკის ფილიალი არცერთ რაიონში არ დაუყაჩაღებიათ.