ლევან შონია დაიბადა აფხაზეთში, დაბა გულრიფშში 1958 წლის 17 ოქტომბერს. ჰყავს მეუღლე-ინგა გილაური და სამი შვილი-ალექსანდრე, ქეთევანი და ელისო.
ამ წუთებში “გურია ნიუსს” დაუკავშირდა სამეგრელოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ინგა ქარდავა და გვთხოვა პირველი კომენტარის გაკეთების საშუალება მიგვეცა მისთვის.
ინგა ქარდავა: “ლევან შონია რამდენადაც ვიცი დევნილია აფხაზეთიდან. ის არის უაღრესად წესიერი და პატიოსანი პიროვნება. მინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობა გადავუხადო პრემიერს სამეგრელოში ასეთი ღირსეული კადრის დანიშვნისთვის, გვჯერა ის ყველაფერს გააკეთებს რეგიონის კეთილდღეობისათვის”.