“თქვენ ხართ წარმომადგენელი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის თითოეულ რეგიონში. შესაბამისად, თქვენზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში დაწყებული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები, განხორციელდეს წარმატებით, ეფექტურად და დროულად, რომ არ იყოს ჩამორჩენა. ადგილზე უნდა გაეცნოთ არსებულ პრობლემებს. რაც მთავარია, მოსახლეობის პრობლემებს. დღევანდელი მთავრობა ვართ მოსახლეობაზე და ადამიანებზე ორინეტირებული მთავრობა. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანი.
შესაბამისად, ჩემი მოწოდება არის, რომ 24-საათიან რეჟიმში იმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის,” _ მიმართა ღარიბაშვილმა ახალ გუბერნატორებს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთის გუბერნატორი იქნება ირაკლი შიოლაშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი; შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი; ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი; სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე; გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე.