გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს და მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება შერჩეული სკოლის მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეთათვის სამართალდამცველისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით ჩატარდა.
აღნიშნული პროექტი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.