ავთანდილ ბერიძეს ორი ავტომანქანა ემსახურება მათი რეცხვისათვის მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1957 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით დიდი ხარჯი ბერიძეს ავტომანქანების რემონტისათვის ივლისში გაუღია – მსუბუქი მანქანის სარემონტო სამუშაოები ოფიციალური დოკუმენტების შესაბამისად 2300 ლარია ხოლო მეორე მანქანისათვის ყველაზე მეტი თანხა 1331 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტს მაისში გაუღია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებაში არსებული სახელმწიფო ავტომანქანებიდან ერთ-ერთი 2010 წელს არის გამოშვებული, ხოლო მეორე 2008 წელს. უმაღლეს საბჭოს, გარდა იმ ავტომანქანებისა, რომლებიც ავთანდილ ბერიძეს ემსახურება, კიდევ 16 მსუბუქი ავტომანქანა და ერთიც მიკრო ავტობუსი აქვს. მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად-მათგან ორი ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელების განკარგულებაშია, ხოლო დანარჩენი მმართველი გუნდის დეპუტატებისა.
უმაღლესი საბჭოს ეს ავტომანქანები ან 2010 წელშია გამოშვებული ან 2012 წელში.