“ვფიქრობ, რომ ძალიან სახიფათოა, როდესაც იქმნება პარალელური სტრუქტურები. პირველ რიგში სახიფათოა იმის გამო, რომ არის პრეროგატივა, რომელიც შედის პრეზიდენტის კომპეტენციაში და ხელისუფლების შტოს აქვს თავისი ფუნქცია. ამ შემთხვევაში როდესაც იზღუდება ეს ფუნქციები, არის საშიში. იმიტომ რომ გაუგებრობა და პრობლემებია ხელისუფლების ორ შტოს შორის და მეორე ის ლეგიტიმაცია, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ის ვალდებულება, რომელიც აქვს მინიჭებული ხალხისგან და კონსტიტუციისაგან შეიძლება შეზღუდული იქნას, როცა ჩნდება, პარალელური სტრუქტურები პარალელური ფუნქციებით”, _ განაცახდა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა.