https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გიორგი ჩხაიძე: “ის, რაც დღეს აიპ-ებში ხდება, მინიმუმ, უპასუხისმგებლობაა”

6:01; 29.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

საუბრები, პუბლიკაციები, რეკომენდაციები ამ იურიდიული პირების მიერ შესრულებული სამუშაოების, ფინანსების გონივრული და მიზნობრივი ხარჯვის შესახებ, მრავლადაა, თუმცა, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება.

გასულ წელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” და საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” სათანადოდ არ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საქმიანობის გამჭვირვალობას და მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების თუ ქონების გასხვისების კონტროლს; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, ა(ა)იპ -ების დაფუძნების შემთხვევაში არ ხდება დასაბუთება, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას; ზოგიერთ შემთხვევაში, წესდებით არ არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ პ-ების კონტროლის მექანიზმები, ხოლო სხვა შემთხვევაში, არ ხდება არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება.

ორგანიზაციამ, ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა: აუცილებელია მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაიზარდოს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სახელმწიფო ქონების გასხვისებისას არსებული რეგულაციების გამოყენება ამგვარი ა(ა)იპ -ების საქმიანობაში. ასევე, ა(ა)იპ -ების საჯარო დაწესებულებად განხილვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში და პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა ა(ა)იპ-ის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ გახდა საჭირო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და მიუთითონ იმ კონკრეტულ უპირატესობებზე, რაც ახასიათებს ა(ა)იპ-ის ფორმით საქმიანობას ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დასაბუთების ვალდებულება ასევე უნდა გავრცელდეს ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა წესდების ცვლილება, ა(ა)იპ-ის რეორგანიზაცია თუ ლიკვიდაცია და სხვა; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უნდა განახორციელონ მათ მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საქმიანობის სრულფასოვანი მონიტორინგი, როგორც საქმიანობის შეფასების, ისე ფინანსების ხარჯვის ნაწილში. ა(ა)იპ-ებს უნდა დაეკისროთ ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება, ხოლო წარმოდგენილი ანგარიში დეტალურად უნდა იქნეს განხილული დამფუძნებელთა მიერ. ასევე, ამგვარი ანგარიშები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი გაცემა მოთხოვნის შემთხვევაში.

სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია რეკომენდაციად დარჩა.

გურიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, გამონაკლისი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იყო, მაგრამ აქ ჩატარებული მონიტორინგი საკრებულომ მხოლოდ ცნობად მიიღო.

მონიტორინგზე არ უზრუნიათ ოზურგეთში, სადაც ა(ა)იპ-ებში შტატს შტატზე ამატებენ. თუმცა, არავინ ამბობს, რისთვის არის საჭირო ამდენი შტატი ორგანიზაციაში, რომლის მუშაობის შესახებ ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ არსებობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე, მართალია, ადასტურებს, რომ ა(ა)იპ-ებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ, თუმცა, ამაზე რეაგირებას არ ახდენს:

_ ვერც ერთი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ვერ იტყვის და თქვენც შეგიძლიათ იკითხოთ, ნახოთ, ჩემი მოსვლის შემდეგ ერთი ადამიანი თუ დაემატა რომელიმე ა(ა)იპ-ს, თუ არ ჩავთვლით ოზურგეთის “სერვისცენტრს”, სადაც დავამატეთ რამდენიმე ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ ჩემ მიერ რეკომენდირებული ადამიანები ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ, უშუალოდ შემსრულებლები არიან და იქ, ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მე გეუბნებით, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჩემი მხრიდან, რაც თანამშრომლები დაემატა მუნიციპალიტეტს, ხელშეკრულებით ავიყვანე, _ ეს განცხადება შარაშენიძემ ჩვენი ინტერნეტ ტელევიზიის G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში _ “დასვით შეკითხვა” _ გააკეთა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბევრჯერ დაისვა ამ ორგანიზაციების შემოწმების საკითხი, თუმცა, ამის იქით საქმე აღარ წასულა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ღიად ადასტურებენ, რომ საკითხი შესასწავლია, რომ ამ ორგანიზაციებში ბევრი უფუნქციო შტატია, თუმცა, ბოლო აქტივობა არა მონიტორინგში, არამედ, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების და ბუღალტრებისთვის ხელფასების მომატებით გამოიხატა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ჯინჭარაძე განმარტავს, ხელფასები აღნიშნულ პირებს მათ შემდეგ მოემატათ, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს სახელფასო სარგო გაეზარდათ. ჯინჭარაძე ფიქრობს, რომ ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს, თუმცა, მაგალითად, სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილეს დოდო მამალაძეს ხელფასი არ მომატებია.

_ ჩემი ხელფასი არ მომატებულა. რაც მქონდა, ის დამრჩა. გავვოცდი, როცა გამგებლის კომენტარი ვნახე, თითქოს, “პატრონი მყავდა” და იმიტომ მქონდა ხელმძღვანელზე მაღალი ანაზღაურება. არც ხელმძღვანელზე მაღალი ანაზღაურება მქონია არასდროს და არც ახლა მომმატებია ხელფასი. მე ერთადერთი ადამიანი ვარ სამუსიკო სკოლაში, რომელსაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული და წესით, მე ყველაზე მეტი უნდა მქონდეს. არ იფიქროთ, იმას ვამბობდე, რატომ აქვს ჩემს ხელმძღვანელს ჩემზე მეტი ანაზღაურება-მეთქი, მაგრამ 47 წელია, აქ ვმუშაობ. ვფიქრობ, მეტიც მეკუთვნის. კანონში თუ კარგად ჩაიხედავენ, ამას თავადაც მიხვდებიან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დოდო მამალაძემ.

თამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ დოდო მამალაძის მოადგილეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა:

_ შარშან ის იყო სალაპარაკო, ყველა ა(ა)იპ რატომ არ იყო თანაბარ მდგომარეობაში, წელს თვითონ გამონახეს ა(ა)იპ-ებმა ამის საშუალება და ახლა ამ თემით აჟიტირება რატმო მოხდა, გაუგებარია. შარშანაც სახელფასო განრიგი თავიანთი რესურსიდან გამომდინარე შეადგინეს წელს ყველანი შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად თანაბარ პირობებში ყოფილიყო ყველა. რაც შეეხება ქალბატონ დოდო მამალაძეს, მართალი გითხრათ, არ ვიცოდი თუ მოადგილე იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ სამუსიკო სკოლას ეტყობა არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი. არ ვიცი, რამდენია ამისთვის საჭირო, ვიკითხავ და შევეცდებით, დავუმატოთ ის მცირედი თანხა მუსიკალურ სკოლას, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის ნათია კალანდაძისთვის უცნობია, თუ რატომ შეუმცირეს სახელფასო ანაზღაურება. კონკრეტულ მიზეზზე საუბარი სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელს შოთა ჩანტლაძესაც უჭირს, რომელიც ამბობს, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სხვა მუზეუმებთან შედარებით, გაცილებით მეტი დატვირთვით მუშაობს.

მნიშვნელოვანია ამ სამსახურებში საშტატო რიცხოვნობის საკითხიც. შოთა ჩანტლაძის და სხვა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელების პასუხები სტანდარტულია _ ჩვენ შტატებს არ განვსაზღვრავთ. მათ იმ კითხვაზეც უჭირთ პასუხის გაცემა, რას აკეთებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, ე.წ. “პრესსამსახურები” ა(ა)იპ-ებში. თუ არ ჩავთვლით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, თითქმის არასდროს ვიღებთ ინფორმაციას ამ “პრესსამსახურებიდან”, არადა, სწორედ ამაში იღებენ ხელფასს.

დეკორატორი, სცენარისტი, სელექციონერები, სპეციალისტი ზეპირსიტყვიერების დარგში, სპეციალისტი ბავშვთა შორის მუშაობის საკითხებში, ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირი, ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი პირი… _ მსგავსი შტატების ჩამონათვალი შეგხვდებათ ამ სამსახურებში.

ამავე ა(ა)იპ-ებში მომუშავე რიგით ადამიანებს კი პრეტენზია აქვთ, რომ მხოლოდ მმართველ რგოლს მოემატა ხელფასი:

_ ჩვენ რა დავაშავეთ?! მოდით და ნახავთ, რომ ხანდახან კვირა ისე გავა, დირექტორი ახალ მთვარესავით შემოაბიჯებს. ჰკითხეთ, რას აკეთებენ _ ზოგი ფეისბუქში ერთობა, ზოგიც კიდევ _ ონდოკლასნიკებში. კარგია, რომ ხელფასები მოუმატეს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?! რა სამართლიანობაა, როცა უფროსს 700 ლარი აქვს ხელფასი, სპეციალისტს კი 180 ლარი?! _ გვითხრა ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის სპეციალისტმა.

თამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ რიგით სპეციალისტებისთვის ხელფასების მომატება მომავალში იგეგმება.

_ შევეცდებით, წლის განმავლობაში რიგით სპეციალისტებსაც გავუზარდოთ ხელფასი. მით უმეტეს, როცა წლევანდელი ბიუჯეტი უკეთესია შარშანდელზე. იმაზე ნუღარ ვიკამათებთ, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ამ ხალხზე მოდის… ა(ა)იპ-ებში თვითონვე წყვეტენ ვის და რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი. მე მხოლოდ ვამტკიცებ.

გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ, რაც დღეს აიპ-ებში ხდება, გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოხელეთა მხრიდან, მინიმუმ,  უპასუხისმგებლობაა.

_ გასაგებია, რომ რეგიონის ნომერ პირველი პრობლემა დასაქმებაა, მაგრამ, ამ  მოტივით ყველაფრის გამართლება, დაუშვებელია. შეუძლებელია, დასაქმების პრობლემა ასეთი მახინჯი ფორმით გადაიჭრას _ საამისოდ გაცილებით სერიოზული და ამბიციური გეგმები არსებობს  ქვეყანაში, მათ შორის, გურიაში. ხოლო ის, რაც დღეს აიპ-ებში ხდება, გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოხელეთა მხრიდან, მინიმუმ,  უპასუხისმგებლობაა, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებს, შემიძლია, გაცილებით მძიმე კვალიფიკაციაც მივცე. ჩემი დამოკიდებულება ამ მანკიერი ტენდენციის მიმართ პირველი დღეებიდანვე დავაფიქსირე, როცა სამივე მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობებს მივეცი ოფიციალური  რეკომენდაცია, უარი ეთქვათ პირადი ინტერესებით, სიმპათია-ანტიპათიით, ნათესავური ან სხვა ნიშნით პიროვნებების დასაქმებაზე. იმავდროულად, გაეთვალისწინებინათ სახელმწიფოებრივი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სექტორში  პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. აქედან გამომდინარე, მე ცალსახად შევთავაზე საკრებულოებს, დაეწყოთ  ნორმატიული ბაზის მომზადება საიმისოდ, რომ აიპ-ებში მომუშავე ადამიანები დანიშნულიყვნენ კონკურსის წესით.

სწორედ ამ გზით შეიძლება, მივაღწიოთ იმას, რომ მოხდეს გაბერილი კადრების ოპტიმიზაცია,  კვალიფიციური ადამიანების შერჩევა და რაც მთავარია, საზოგადოებაში გავაჩინოთ  სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის განცდა, რისი დეფიციტიც დღეს რეალურად არსებობს. ლოგიკურად, არსებობს იმის ალბათობა, რომ საკრებულოებმა ჩემი რეკომენდაცია არ გაითვალისწინონ, თუმცა, მე ამის თეორიულ შანსსაც კი არ ვუშვებ. არა იმიტომ, რომ გუბერნატორის რეკომენდაცია აპრიორი უნდა შესრულდეს, არამედ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, უარის თქმა   ერთგვარი თვითლუსტრაცია იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პირველი პირების მხრიდან. მსგავს უხერხულ ვითარებაში კი არ ვისურვებდი, რომელიმე მათგანი მენახა, _ აღნიშნა გუბერნატორმა ჩვენთან საუბრისას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"შიხიაშვილი არ უფიქრდება შედეგებს, რაც მთავრობის გადადგომას მოჰყვება"

"განათლების სამინისტროს ეშინია ხმამაღლა განაცხადოს, რომ აუქმებს მანდატურის სამსახურს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
საზოგადოება

25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

13:09; 22.09.2026
საზოგადოება

მასწავლებლებს იტალიაში სასწავლო კურსზე გამგზავრება შეეძლებათ _ ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

12:58; 22.09.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:56; 22.09.2026
საზოგადოება

ცნობილია „თბილისობის“ ჩატარების თარიღი და ლოკაციები

11:48; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო