საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს არ ეთანხმება და დღეს ისინი ვეტოს დაძლევას შეეცდებიან.
“დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ პრეზიდენტის მიერ შენიშვნებით დაბრუნებული 2 კანონპროექტი. ერთი ეს გახლავთ კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოების” შესახებ კანონში შესატან ცვლილებების შესახებ, მეორე _ “სამოქალაქო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომელიც ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსს. როგორც უმრავლესობამ გადაწყვიტა, ჩვენ პრეზიდენტის შენიშვნებს არ გავითვალისწინებთ, შევეცდებით, დავძლიოთ ორივე ვეტო და უკან გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად. ასევე კენჭს ვუყრით “შრომის კანონთა კოდექსს”, რომელიც ერთგვარ შეუთანხმებლობას იწვევს უმრავლესობაში. ამიტომ ვაპირებთ ცალკეული მუხლების გამოკლებით კენჭი ვუყაროთ მეორე მოსმენით ამ კოდექსს. ასევე, ვაპირებთ, კენჭი ვუყაროთ პროკურატურის შესახებ კანონს, რომელიც მიჯნავს ერთმანეთისგან იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა