შეხვედრა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატოს შტაბბინაში გაიმართა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ალასანიას ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.
ნატოს უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.