გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულები ხშირად მონაწილეობენ ეკლესია-მონასტრების რესტავრაციასა და მათი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში. 5 ივნისს გურიის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა 15-მა პირობით მსჯავრდებულებმა ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში მდებარე სულთმოფენობის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.