“მე გულწრფელად გეტყვით, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს არ იყო თავისუფალი პროცესი.
კანონის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა იმიტომ, რომ მათ სურდათ შეზღუდულიყო წრე იმ მოსამართლეების, ვისაც ექნებოდა იმ სამი კონკრეტული პირის არჩევის შესაძლებლობა. განმარტება გააკეთეს პარლამენტის წევრებმა, თუმცა ეს განმარტება არ გაიზიარა კონფერენციამ, მიუხედავად იმისა რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ისარგებლეს იმ უფლებამოსილებით, რომ ბუნდოვანებას თუ ხედავდნენ, ეს განმარტება გაკეთებინათ. იუსტიციის საბჭოში რამდენიმე ისეთი მოსამართლეა დასახელებული, რომ გულწრფელად გეტყვით, ვიცნობ რა ბოლო წლების სასამართლო პრაქტიკას, მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს.
მაგალითად ქალბატონი ილონა თოდუა, რომლის გადაწყვეტილებებით ხშირად ხდებოდა: ადმინისტრაციული დაკავებები, ასევე პოლიტიკური ნიშნით. ასევე ბატონი პაატა სილაგაძეც. მე მაგალითებს ვიცნობ და სამწუხაროდ არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო იმ შანსის გამოყენება, რომელიც მოსამართლეებს ჰქონდათ.
მე აბსოლუტურად ვიზიარებ ქალბატონი ნათია წკეპლაძის მოსაზრებას და პრეტენზიებს, რომელიც ჰქონდა კონფერენციაზე. ახლა არის პარლამენტის ჯერი. პარლამენტმა უნდა ავირჩიოთ მართლაც მიუკერძოებელი, პრინციპული, მაღალი კვალიფიკაციის და სანდოობის მქონე კადრები”._ განაცხადა ეკა ბესელიამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.