ეს არის საქართველოში შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზება გააკეთა ახლად შექმნილმა საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.
კონფერენციაში ევროპისა და აზიის ათამდე ქვეყნის და საქართველოს წამყვანი შემფასებლები, სახელმწიფო ორგანიზაციების,ასევე საბანკო, სადაზღვევო, აუდიტორული და რიელტორული კოპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. გამომსვლელთა შორის იყვნენ: რუმინეთის შეფასებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯორჯ ბადესკუ, რუსეთის საშემფასებლო საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი სოლომონ დარსანია, უკრაინის შემფასებელთა თანამეგობრობის პრეზიდენტი ალექსეი ამფითეატროვი, ყაზახეთის შემფასებელთა რესპუბლიკური პალატის თავმჯდომარე ბატირბეკ ნაზარბეკოვი, ყირგიზეთის შემფასებელთა საზოგადოების ვიცეპრეზიდენტი ნინა იგნატენკო, საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბესიკ დიაკონიძე.
კონფერენციას წერილობითი მისალმება გამოუგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
კონფერენცია ატარებდა სამეცნიერო-პრაქტიკულ ხასიათს. გამომსვლელთა მოხსენებები ეძღვნებოდა ბიზნესისა და უძრავი ქონების შეფასებას საბანკო უზრუნველყოფისა და ფინანსური ანგარიშგებისათვის;ასევე შეფასების ისეთ რთულ და საინტერესო მიმართულებას, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასება; შემოსავლების მომტანი ქონების (სასტუმროები, ბენზინგასამართი სადგურების, სპორტული კომპლექსების და სხვა) შეფასებას; ასევე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ქონების შეფასების მეთოდოლოგიას და ახლებურ მიდგომებს.
გარდა წმინდა პროფესიული საკითხებისა, კონფერენცია და თავად საქართველოს დამოუკიდებელ შეფასებელთა ასოციაცია მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქონების საბაზრო ღირებულების პროფესიონალური შეფასება ქვეყნის ეკონომიკისათვის, საბანკო სფეროსგანვითარებაში, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშების მიწოდება პოტენციური მომხმარებლებისათვის.