_ პირველ რიგში გვინდა, რომ გენერალური პროკურატურა დაინტერესდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების საქმიანობით. მეორე მოთხოვნაა, რომ შეისწავლონ სოფლის განვითარების პროგრამები და მესამე – გადადგეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე. _ განაცხადეს აქციის მონაწილებმა.
_ მე მაქვს კიდევ ერთი მოთხოვნა, კოტე შარაშენიძემ მის სახლთან გაკრული “ქართული ოცნების” აბრა ჩამოხსნა და ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პლაკატები გააკრას, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვალ მათ უფრო მეტი ხალხი შეურთდება და დღის განმავლობაში ბრიფინგის ჩატარებაც იგეგმება.