აქციის მონაწილეთა განცხადებით, დროა პარლამენტმა ისეთი კანონპროექტი შეიმუშავოს, რომ ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ არ დარჩეს. აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. დაზარალებულები მოითხოვენ, მთავრობამ მათ დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები გამოუყოს, რომლითაც იპოთეკაში ჩადებულ სახლებს დაიხსნიან.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, თუმცა, ყურადღება მათი აქციებისთვის ამ დრომდე არ მიუქცევიათ. მათივე თქმით, საკუთარ ქვეყანაში მალე დევნილები გახდებიან, რადგან საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლებას დღე-დღეზე ელოდებიან.