დღეს, აქციის ატრიბუტებს, პლაკატებს კომბოსტო და სტაფილოც მიემატა. აქციის მონაწილეებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ისინი თვლიან, რომ გამგებელი მშიშარაა.
აქციის მონაწილეებმა “გურია ნიუსთან” განაცხადეს, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაიშლებიან, თუ შარაშენიძე აღირებს, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერია.
_ აღიაროს კოტე შარაშენიძემ, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” სახე და მხარდამჭერი და ჩვენ ვტოვებთ შენობის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კარვები გვაქვს გაშლილი. _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
კონსტანტინე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს აქციის მონაწილეების ახალ მოთხოვნას სასაცილოს უწოდებს. მისი თქმით, კარგი იქნებოდა იმ ხალხის ისტორიებით დავინტერესდეთ, ვინც მის გადადგომას ითხოვს:
_ ზოგს სიბრძნე როგორ ემატება ნელ-ნელა, როგორც ვაშლს სიდამპლე. _ ასეთი კომენტარი გააკეთა კონსტანტინე შარაშენიძემ აქციის მონაწილეებს ახალ მოთხოვნაზე.