დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა დისკუსია სისხლის დონორობის მნიშვნელობასა და აუცილებლობის შესახებ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში სისხლის უანგაროდ მსურველთა რიცხვი მცირეა. სპეციალისტთა ნაწილით აზრით, მოსახლეობის 10%- მიერ სისხლის ჩაბარება უზრუნველყოფს საჭირო მარაგის არსებობას. სისხლის ბანკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოხალისეთა მოზიდვას სხვადასხვა უწყებაში მისვლითა და აქციების გამართვით ცდილობენ.
ტრანსფუზიოლოგის, ირინა თუთბერიძის თქმით, სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, სხვადასხვა ოპერაციებისა და ორგანოთა გადანერგვის დროს. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
"ყოველწლიურად მსოფლიოში 108 მილიონი ადამიანი ახორციელებს დონაციას. საქართველოში სისხლზე და მის კომპონენტებზე მოთხოვნილების სრულად დასაკმაყოფილებლად წელიწადში 3X15-20 000 ადამიანმა უნდა ჩააბაროს სისხლი", _ თქვა შეხვედრაზე ირინა თუთბერიძემ.