საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.
მისივე თქმით, გუშინ, ამ თემაზე სრულიად უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა, რასაც ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც ეთანხმება.
"ელექტროენერგიის ტარიფს ზრდა არ ემუქრება და შენარჩუნდება ის ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა", _ განმარტა ვიცე-პრემიერმა.

































































