ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გამგეობასა და საკრებულოს უახლოეს მომავალში ინტერნეტის ერთიანი ქსელი ექნება.
ამის შესახებ განცხადება, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გია მამაკაიშვილმა გააკეთა.
"ოზურგეთი იქნება პირველი, თბილისის მერიის შემდეგ, სადაც მსგავსი ქსელით ისარგებლებენ, თუ ადამიანს არ აქვს იმის დრო და საშუალება, განცხადება ჩამოიტანოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ან საკრებულოში, მას შესაძლებლობა ექნება ეს ყველაფერი სოფლის ცენტრიდან გააკეთოს. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები "ეარნეტის" წარმომადგენლებთან, რომელიც ინტერნეტით მომსახურეობას გაგვიწევს. კონტროლის მექანიზმი, რომელიც ასევე გამოიყენება ტერიტორიულ ორგანოებთან ერთი ფანჯრის პრინციპით კომუნიკაციისთვის კომპანია "ეარნეტის" მომსახურების პაკეტით ისარგებლებს", _ თქვა გია მამაკაშვილმა.
სოფელ ნატანების დეპუტატმა, დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, სოფლის გამგებელს მხოლოდ ერთი მოადგილე ეყოლებად და კარგი იქნებოდა შტატის გაზრდა მომხდარიყო.
"კარგია, რომ სერვერი ვნახეთ, მაგრამ ადგილზე უნდა გაიზარდოს გამგებლის წარმომადგენლობის შტატი, რადგან ხალხთან უფრო მეტი და მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს", _ თქვა სიხარულიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ამ ეტაპზე გამგებელის სოფელში ერთი წარმომადგენელი ეყოლება.
"ყველაზე მეტად ვინც კი სჭირდება წარმომადგენელი სოფელში ეს არის გამგებელი. ამ ეტაპზე კანონი არ გვაძლევს იმის საშუალება უფრო მეტი შტატი გვყავდეს სოფელში. მთავრობის სხდომაზე რეკომენდაციის სახის ითქვა, რომ ორი ან სამი სოფელი გაგვეერთიანებინა და მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ყოფილიყო, რაზეც სასტიკად წინააღმდეგი წავიდა მუნიციპალიტეტის გამგებლები. ჩვენი აზრი სხდომაზე დავაფიქსირეთ და ვნახოთ, შეიძლება რაიმე ტიპის ცვლილება შევიდეს დადგენილებაზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს", _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.