შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის ივლისში, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, რეგისტრირებულია 2 297 დანაშაული, საიდანაც 1 293 გაიხსნა.
დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 56,29%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -18,2 %.
2014 წლის იანვარ-ივლისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, რეგისტრირებულია 15 064 დანაშაული, რომელთაგან 9 100 გაიხსნა.
დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 60,41%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,09 %.