გუშინწინ, იმიტირებული ქვეყანა "კაზანტიპი" რომლის "პატარა პრეზიდენტი", ნიკიტა I (მარშუნოკი) ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში "კაზანტიპის ერს" ანუ სტუმრებს ღებულობდა.
იქ 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.
"გურია ნიუსთან" იმიტირებული ქვეყნის "კაზანტიპის" შესახებ ბელორუსიიდან ჩამოსული სტუმრები, რომლებიც უკვე 5 წელია მას სტუმრობენ, ამბობენ: "ეს არის თავისუფალი ქვეყანა, სადაც შეიძლება ყველაფერი გააკეთო… და, მეტიც"