დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესია თბილისში, ბიუროს სხდომით გაიხსნება. პლენარული სხდომები ჩატარდება ქუთაისში, საკომიტეტო მოსმენები კი თბილისში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება რომ ასეთი მოქმედებით, დეპუტატების ხარჯები გაორმაგდება.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ორმაგი კი არა ასმაგი ხარჯი იყო პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება.
"ამაზე ხმამაღლა მაშინ ცოტა ვინმე თუ წერდა და საუბრობდა. დღეს სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლების პირობებში კრიტიკოსები გამოჩნდნენ და მათ შორის ბევრი ისეთია, რომელთა წარსული ნამოღვაწარი არანაირად არ გვიტოვებს აზრს, რომ ოდესმე ისინი ბიუჯეტის ხარჯებზე ზრუნავდნენ. დღეს პარლამენტის მუშაობის ასეთი სქემა არის ერთადერთი გზა საკომიტეტო მუშაობისთვის ყველა მექანიზმის გამოსაყენებლად.
დარწმუნებული ვარ , რომ ძალიან ეფექტური იქნება კომიტეტების ძირითადად თბილისში ფუნქციონირება. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა იყო დღემდე მთავრობასთან და უცხოელ პარტნიორებთან სისტემატური უშუალო ურთიერთობა და ბევრი სხვა ნიუანსიც იყო გამოსასწორებელი. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაგრძელდება", _ ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.