"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერობა, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ალეკო მამეშვილს შესთავაზეს.
ალეკო მამეშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ მისთვის ვიცე-მერობა არ შეუთავაზებიათ.
"არ შემოუთავაზებია არავის ვიცე-მერობა", _ გვითხრა მამეშვილმა.
ქალაქ ოზურგეთის მერის მრჩეველი, სოფო ჭანტურია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ვიცე-მერის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
"შემიძლია გითხრათ, რომ ალეკო მამეშვილიზე ნამდვილად არ გვქონია საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით."
ამ ეტაპზე, ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერის გარდა, დანიშნული არ არის ადმინისტრაციისა და იურიდიული სამსახურის უფროსები.